კარალეთის საჯარო სკოლა



სკოლის მატიანე
     კარალეთი ძირძველი, მრავალჭირგამოვლილი ისტორიული სოფელია, რომელიც ამაყობს თავისი ტრადიციებით და უდიდესი წარსულით...მათ შორისაა უძველესი სკოლაც.   
    სოფელ კარალეთში სკოლა  1922 წელს გაიხსნა, სანდრო გურგენაშვილის ბინაზე, თავდაპირველად მხოლოდ თოთხმეტი მოსწავლე იძენდა განათლებას, 1924 წელს კი მოსწავლეთა რაოდენობა ოთხმოცამდე ავიდა, მას შემდეგ რაც სკოლა გადავიდა თავად ერისთავის სახლში (ფართობის წყალობით).  
     1930 წელს დაწყებითი სკოლა გადაკეთდა შვიდწლიან, ხოლო 1940 წლიდან საშუალო სკოლად. 
    1946 წელს სკოლა გადავიდა ახალ, ამდროინდელ შენობაში.
    სკოლა იტევდა გარშემო სოფ;ების აღსაზრდელებსაც (სვენეთი, ძევერა, რეხა, თორტიზა, ხელთუბანი, ქვეში, სათემო, ქიწნისი...),




კარალეთის სკოლას თავკაცობდნენ შესანიშნავი პიროვნებები: გიორგი ხმიადაშვილი, გიორგი ბაინდურაშვილი, ბაგრატ დაბრუნდაშვილი, ტარასი თავაძე, ავთანდილ ჩხეიძე, აღალო ხარიბეგაშვილი, ვალერი გოგიაშვილი, ნიკო სიხარულიძე, შალვა გიგოლაშვილი, ასევე ფუნქციონირებდა ღამის სკოლაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვარსენიკ(ნუშა)ხათაშვილი და ბაგრატ გოგიაშვილი.
ამჟამად სკოლას სათავეში უდგას არჩილ მიხანაშვილი. აღსანიშნავია, რომ ბატონ არჩილს ძალიან რთულ პირობებში მოუხდა სკოლის ხელმძღვანელობა, მაგრამ მან ღირსეულად გაუძლო სიძნელეებს და სკოლა ერთ–ერთი თვალაჩინოა გორის რაიონში, ბატონ არჩილს გულს უხარებს ის ფაქტი, რომ მიეცა სკოლის რეაბილიტაციის საშუალება.




დღეს თამამად შეიძლება ითქვას,რომ სკოლას ყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებლები და სკოლა ამდენად წარმატებულია...ისინი ღირსეულად შრომობენ და აგრძელებენ სკოლაში დანერგილ უძველეს ტრადიციებს!

Обо мне

Моя фотография
ხელოვნების პედაგოგი 577093131